თიკა რუხაძის მიმართ, რამდენიმე წუთის წინ კიდევ ერთი ახალი სკანდალური ჩანაწერი მოიპოვა "INewsLine.ge" - მა.
მოსწავლეთა სასახლის ყოფილი თანამშრომლის თქმით, იმის გამო, რომ თიკა რუხაძეს ყველაფერს პირში ეუბნებოდა, ცხრაწლიანი სტაჟის მიუხედავად, ის და მისი ქმარიც სამსახურიდან გამოაგდო და ერთი წლის შვილთან ერთად საშინელი დღეების გადატანა მოუწია, ერთ-ერთ თანამშრომელს კი, რომელიც რუხაძემ ასევე უსამართლოდ გაუშვა სამსახურიდან, ნერვიულობისგან სიმსივნით დაავადდა და გარდაიცვალა.
"რუხაძე აცილებდა მდინარაძეს - ხშირად დადიოდა მდინარაძე სასახლეში რუხაძესთან და რომ შევედით, ფოიეში იდგნენ და ჩემმა მეუღლემ (ქორეოგრაფი დუდუ "დავითიანნი" გოგელია, რედ.) უთხრა, ქალბატონო თიკა, თქვენთან სალაპარაკოდ მოვედიო და იმან ახლავე, სტუმრებს გავაცილებ და მოვალო...
მისივე თქმით, რუხაძის დაქალები 3 და 4 ათასიან ხელფასებს იღებდნენ მხოლოდ ყავის სმაში. ეთო ხიზანიშვილის განცხადებით, შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რამდენი ათასი გათეთრდა მხოლოდ სასახლის რეაბილიტაციის დროს.
ხიზანიშვილის კიდევ ერთი სკანდალური ბრალდება თიკა რუხაძის მიმართ სოციალურად დაუცველი ბავშვების აუგად მოხსენიებასაც უკავშირდება. როგორც ყოფილი თანამშრომელი ამბობს, მოსწავლეთა სასახლეში იყვნენ სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები. მათ მშობლებსა და ყველას ეგონა, რომ მათი სწავლის თანხას მერია რიცხავდა, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ არანაირი თანხა არ აგვიღია, რადგან მერია თანხას არ რიცხავდა.", - ამბობს ეთო ხიზანიშვილი. მისი თქმითვე, ასეთი ოჯახების ბავშვებს რუხაძე "მათხოვრებად" მოიხსენიებდა:
მეორე აუდიო ჩანაწერში ეთო ხიზანიშვილის მეუღლე დუდუ დავითიანი გოგელია საუბრობს.