შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გამართულ აუქციონზე იშვიათი, 24-კარატიანი ვარდისფერი ბრილიანტის ბეჭედი 14.8 მილიონ დოლარად გაიყიდა.

აუქციონი 10 ნოემბერს, Christie s-ის ორგანიზებით გაიმართა. ძვირფასი ქვა, სახელწოდებით Bulgari Pink, 1950-იანი წლებიდან ერთი ევროპული არისტოკრატიული ოჯახის საკუთრებაში ინახებოდა და საჯარო აუქციონზე პირველად გამოჩნდა.

ბეჭდის საბოლოო ღირებულებამ 12.086 მილიონი შვეიცარიული ფრანკი, დაახლოებით 14.81 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

Christie s-ის ინფორმაციით, ბრილიანტი თავისი იშვიათი შეფერილობით, ზომითა და ისტორიული წარმომავლობით გამოირჩევა. ვარაუდობენ, რომ ძვირფასი ქვა ინდოეთის ისტორიული გოლკონდას საბადოებიდან არის მოპოვებული.

ვარდისფერი ბრილიანტები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე იშვიათ და ძვირად ღირებულ ძვირფას ქვებად ითვლება. განსაკუთრებით ფასობს დიდი ზომის ბუნებრივი ვარდისფერი ბრილიანტები.

აუქციონის ორგანიზატორების განცხადებით, Bulgari Pink-ის გაყიდვამ კიდევ ერთხელ აჩვენა კოლექციონერების მაღალი ინტერესი იშვიათი ისტორიული სამკაულების მიმართ.