დღეს, 8 ოქტომბერს, ცაგერში სახალხო დღესასწაული „ლეჩხუმობა 2026“ იმართება.
სადღესასწაულო პროგრამა ლეჩხუმის კულტურას, ტრადიციებსა და ისტორიულ მემკვიდრეობას აერთიანებს. დაგეგმილია ფოლკლორული გამოსვლები, ეთნოგრაფიული გამოფენები და სხვადასხვა კულტურული ღონისძიება.
დღესასწაულის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ლეჩხუმელ პოეტს, ლადო ასათიანს. გაიმართება მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებებიც.
საღამოს პროგრამა მუსიკალური კონცერტით გაგრძელდება, რომელშიც ჯგუფი „ურსა“ მიიღებს მონაწილეობას.
„ლეჩხუმობა“ ადგილობრივ მოსახლეობასა და სტუმრებს რეგიონის კულტურისა და ტრადიციების გაცნობის შესაძლებლობას აძლევს.