დღეს, 12 ნოემბერს, 19:00 საათზე, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ქართული კლასიკური მუსიკის გალა-კონცერტი გაიმართება.
საღამო სახელწოდებით „თამარ ლიჩელი და მეგობრები“ პროექტის „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების“ 2026 წლის სეზონს დაასრულებს.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ თამარ ლიჩელი, ვალერიან შიუკაშვილი, დავით ალადაშვილი, ლიზი რამიშვილი, გიგი პიანომენი, ნატალია ქუთათელაძე და სხვა ცნობილი ქართველი შემსრულებლები.
მუსიკალური პროგრამა ქართული კლასიკური ნაწარმოებების შესრულებასა და ახალი კომპოზიციების პრემიერებს მოიცავს.
პროექტი 2024 წელს პიანისტ თამარ ლიჩელის ინიციატივით დაარსდა. მისი მიზანია ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია და ქართველი მუსიკოსების გაერთიანება.
კონცერტების სერია თბილისის გარდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც გაიმართა.
გალა-კონცერტი 19:00 საათზე დაიწყება, დარბაზის კარი კი 18:30 საათზე გაიღება.