დავით ოქიტაშვილმა თიკა რუხაძის მისამართით კრიტიკული პოსტი გამოაქვეყნა
საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც კულტურის ყოფილ მინისტრს, თიკა რუხაძეს, საჯაროდ მიმართავს და მის მიმართ არსებულ არაერთ კითხვაზე პასუხს ითხოვს.
ოქიტაშვილი ყოფილ მინისტრს კულტურის პალატის საქმიანობისთვის ხელის შეშლაში, კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან მისი ურთიერთობების შეზღუდვის მცდელობასა და ფილარმონიაში არსებული ოფისიდან შესაძლო გამოსახლებასთან დაკავშირებულ ქმედებებში ადანაშაულებს.
„დიდხანს ვიკავებდი თავს, მაგრამ ახლა დადგა დრო, საჯაროდ ვთქვა ის, რაზეც ბოლო დროს დუმილს ვამჯობინებდი!“ - წერს დავით ოქიტაშვილი.
მისი განცხადებით, თიკა რუხაძის მინისტრობის პერიოდში საქართველოს კულტურის პალატა არაერთი წინააღმდეგობის წინაშე აღმოჩნდა. ოქიტაშვილი მიიჩნევს, რომ ეს ქმედებები მიზანმიმართული იყო და როგორც ორგანიზაციის საქმიანობის შეზღუდვას, ისე პირადად მისი რეპუტაციის შელახვას ემსახურებოდა.
„ვისი დავალებით მოქმედებდით ჩემს წინააღმდეგ?“ - კითხულობს კულტურის პალატის პრეზიდენტი.
ოქიტაშვილი ასევე სვამს კითხვას, რატომ შეჩერდა წარმატებული და ღვაწლმოსილი ადამიანებისთვის ვარსკვლავების გახსნის პროექტი და რატომ ცდილობდნენ კულტურის პალატის ფილარმონიის შენობაში არსებული ოფისიდან გამოსახლებას.
მისი თქმით, აღნიშნული სივრცე ორგანიზაციას ბიძინა ივანიშვილმა გადასცა და წლების განმავლობაში იქ კულტურის სფეროს ცნობილი წარმომადგენლები იკრიბებოდნენ.
პოსტში დავით ოქიტაშვილი მამუკა მდინარაძესაც ახსენებს და ამტკიცებს, რომ თიკა რუხაძე სხვადასხვა ადამიანთან საუბრისას მის შესახებ უარყოფით განცხადებებს აკეთებდა.
„ოქიტაშვილი ბიძინას აგენტი და წულუკიანის კუდია!“ - ოქიტაშვილის მტკიცებით, ეს ფრაზა თიკა რუხაძეს ეკუთვნის.
იგი ასევე იხსენებს კიდევ ერთ სავარაუდო გამონათქვამს: „მამუს სძულს ოქიტაშვილი და არ გაეკაროთ!“
ოქიტაშვილის განცხადებით, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ საუბრების უშუალო მოწმეები არიან.
განსაკუთრებული ყურადღება დავით ოქიტაშვილმა პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების საკითხს დაუთმო.
იგი საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართავს, შეისწავლონ აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებული ფინანსური დოკუმენტაცია და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ ინფორმაცია გაწეული ხარჯების, სახელმწიფო თანხების მიმღებებისა და შესყიდვების შესახებ.
„რა თანხები დაიხარჯა? ვის გადაერიცხა სახელმწიფო სახსრები? როგორ განხორციელდა შესყიდვები და რამდენად მიზნობრივი იყო თითოეული თეთრი? ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?“ - წერს ოქიტაშვილი.
კულტურის პალატის პრეზიდენტი შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, შეისწავლონ ყოფილი მინისტრის შესაძლო მონაწილეობა ფინანსურ გადაწყვეტილებებში.
პოსტის ავტორი ასევე ახსენებს ლოპოტაზე გამართულ ძვირადღირებულ საქორწილო ღონისძიებას, რომელსაც, მისი ინფორმაციით, თიკა რუხაძე ესწრებოდა. ოქიტაშვილი აღნიშნავს, რომ მისი მიზანი პირადი ცხოვრების განხილვა არ არის, თუმცა საჯარო თანამდებობის ყოფილ პირთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებზე პასუხის გაცემა მნიშვნელოვნად მიაჩნია.
„ქალბატონო თიკა, დროა, საჯაროდ უპასუხოთ კითხვებს! მე აღარ ვაპირებ დუმილს! ეს არ არის პირადი დაპირისპირების სურვილი. ეს არის კითხვები, რომლებზეც პასუხებს საქართველო ელოდება!“ - აცხადებს დავით ოქიტაშვილი.
პოსტის დასასრულს იგი წერს:
„ღალატი მტრისგან არ მოდის. მტერი გებრძვის, მოღალატე კი გიღიმის.“
ტექსტი აღებულია დ. ოქიტაშვილის ფბ. პოსტიდან
"დიდხანს ვიკავებდი თავს, მაგრამ ახლა დადგა დრო, საჯაროდ ვთქვა ის, რაზეც ბოლო დროს დუმილს ვამჯობინებდი‼️
ქალბატონო თიკა რუხაძე, დღეს მინდა პირდაპირ და საჯაროდ მოგმართოთ‼️
თქვენი მინისტრობის პერიოდში საქართველოს კულტურის პალატა და პირადად მე, როგორც მისი ხელმძღვანელი, არაერთი წინააღმდეგობის წინაშე აღმოვჩნდით.
მიმაჩნია, რომ ეს იყო მიზანმიმართული მოქმედებები, რომლებიც კულტურის პალატის საქმიანობის შეზღუდვასა და ჩემი რეპუტაციის შელახვას ემსახურებოდა.
დღეს კი მინდა რამდენიმე კითხვაზე საჯაროდ მიპასუხოთ.
ვისი დავალებით მოქმედებდით ჩემს წინააღმდეგ⁉️
ვინ დაგავალათ, რომ კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის ჩემთან ურთიერთობა შეგეზღუდათ⁉️ვინ დაგავალათ, რომ შეგეჩერებინათ ისტორიული პროექტი, ვარსკვლავების გახსნა წარმატებული და ღვაწლმოსილი ადამიანებისთვის ⁉️
რატომ ცდილობდით საქართველოს კულტურის პალატის ფილარმონიაში არსებული ოფისიდან გამოსახლებას და, ფაქტობრივად, ქუჩაში დატოვებას⁉️
იმ სივრციდან, რომელიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გადმოგვცა და ადგილი, სადაც წლების განმავლობაში ცნობილი ხელოვანები იკრიბებოდნენ, მსჯელობდნენ ქართული კულტურის მომავალზე, პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
ცნობისვის ამ ოფისში საუბარი მუდმივად კულტურაზე, ხელოვნებასა და მნიშვნელოვან საკითხებზე მიმდინარეობდა და არა ათიათასდოლარიან ჩანთებზე და ძვირადღირებულ სამოსებზე⁉️
„ოქიტაშვილი ბიძინას აგენტი და წულუკიანის კუდია‼️“ - ქალბატონო თიკა, ეს ხომ თქვენი სიტყვებია⁉️
ჩემი ინფორმაციით, ამ ფრაზას სხვადასხვა ადამიანბთან საუბრისას თქვენ ხშირად იმეორებდით.
დიახ, იგივეს იძახდა თქვენი მფარველიც "მამუც" (მამუკა მდინარაძე) როგორც თქვენ მას მოფერებით ეძახდით.
„მამუს სძულს ოქიტაშვილი და არ გაეკაროთ‼️“ - ესეც ხომ თქვენი სიტყვებია⁉️
მერწმუნეთ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ სიტყვების უშუალო მოწმეები არიან.
ქალბატონო თიკა, კი ახლა მინისტრი არარ ხარ‼️
მაგრამ მიპასუხე, რატომ ცდილობდით ჩემს იზოლაციას კულტურის სფეროს წარმომადგენლებისგან⁉️
რატომ გაღიზიანებდათ ჩემი საქმიანობა და ურთიერთობები⁉️რატომ ვიყავი ყველა კულტურულ ღონისძიებებში და შეკრებებზე სიიდან ამოღებული და დაბლოკილი⁉️
სწორი ნაქთვამია "ღორს მარგალიტები არ უნდა დაუყარო"‼️დღეს კიდევ უფრო სერიოზულად ვუყურებ იმ კრიტიკას, რომელიც თქვენი მინისტრობის პერიოდში ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლების მხრიდან ისმოდა.
და ახლა კიდევ ერთი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხი‼️
საჯაროდ მივმართავ საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შეისწავლონ და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების სრული ინფორმაცია.
რა თანხები დაიხარჯა⁉️
ვის გადაერიცხა სახელმწიფო სახსრები⁉️
როგორ განხორციელდა შესყიდვები და რამდენად მიზნობრივი იყო თითოეული თეთრი?
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები⁉️
საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, როგორ და რა გადაწყვეტილებების საფუძველზე იხარჯებოდა სახელმწიფო ფული. მოვითხოვ, შესაბამისმა უწყებებმა შეისწავლონ თქვენი შესაძლო მონაწილეობა აღნიშნულ ფინანსურ გადაწყვეტილებებში.
ასევე, როგორც ცნობილია, რამდენიმე კვირის წინ ლოპოტაზე გამართულ ძვირადღირებულ საქორწილო წვეულებას ესწრებოდით. პირადი ცხოვრების განხილვა ჩემი მიზანი არ არის, თუმცა როდესაც საჯარო თანამდებობის ყოფილ პირთან დაკავშირებით ფინანსური გამჭვირვალობისა და შესაძლო კორუფციული გარიგებების შესახებ კითხვები ჩნდება, საზოგადოებას მათზე დასაბუთებული პასუხების მოსმენის უფლება აქვს.
ქალბატონო თიკა, დროა, საჯაროდ უპასუხოთ კითხვებს!
მე აღარ ვაპირებ დუმილს!
ეს არ არის პირადი დაპირისპირების სურვილი. ეს არის კითხვები, რომლებზეც პასუხებს საქართველო ელოდება!
დიახ ახლა ამ პასუხებს მეც საჯაროდ ვითხოვ! პ.ს - "ღალატი მტრისგან არ მოდის. მტერი გებრძვის, მოღალატე კი გიღიმის".