ფრანგულმა ავიაკომპანია Air France-მა დაადასტურა, რომ ისრაელის მიერ დაწესებულ ახალ შეზღუდვებს შეასრულებს. გადაწყვეტილება იმ პილოტებსა და ბორტგამცილებლებს ეხება, რომლებსაც გარკვეული ქვეყნების მოქალაქეობა აქვთ.


შეზღუდვები, გავრცელებული ინფორმაციით, 31 ქვეყანას მოიცავს, მათ შორის ალჟირს, ტუნისს, ირანს, პაკისტანსა და საუდის არაბეთს. წესი ორმაგი მოქალაქეობის მქონე თანამშრომლებზეც ვრცელდება.
გადაწყვეტილება 30 სექტემბერს Flydubai-ის თვითმფრინავში მომხდარ ინციდენტს მოჰყვა, როდესაც, ოფიციალური ვერსიით, მეორე პილოტმა თვითმფრინავზე კონტროლის ხელში ჩაგდება სცადა.

ახალმა რეგულაციამ საფრანგეთში დისკრიმინაციის შესახებ კითხვები გააჩინა. იურისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ თანამშრომლების ფრენებიდან მხოლოდ მოქალაქეობის ნიშნით ჩამოშორება შესაძლოა საფრანგეთის შრომის კანონმდებლობას ეწინააღმდეგებოდეს.