კანადის დასავლეთ ნაწილში, ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში გაჩენილმა ტყის ხანძარმა 13 600 ჰექტარზე მეტი ტერიტორია მოიცვა. სტიქიის გამო საცხოვრებელი სახლების დატოვება 20 000-ზე მეტ ადამიანს მოუწია.
ხანძარი 7 აგვისტოს, ოკანაგანის ტბის მახლობლად გაჩნდა და ძლიერი სიცხისა და გვალვის ფონზე სწრაფად გავრცელდა. განსაკუთრებით მძიმე ვითარება შეიქმნა სამერლენდისა და პიჩლენდის დასახლებებში.
ევაკუაციის დროს 80 წლის ქალი გარდაიცვალა. პოლიციის ინფორმაციით, ის ოჯახის წევრთან ერთად საცხოვრებელი სახლიდან უსაფრთხო ადგილას გადასვლას ცდილობდა, როდესაც მოულოდნელად დაიღუპა. გარდაცვალების გარემოებებს სამართალდამცველები იკვლევდნენ.
რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ხანძრის გავრცელებას მაღალი ტემპერატურა, მშრალი ამინდი და ძლიერი ქარი უწყობდა ხელს