7 ნოემბერს, თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 93-ე კილომეტრიდან 107-ე კილომეტრამდე, გუდაური-კობის მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

სხვა ტიპის ავტომობილებისთვის გადაადგილება თავისუფალია.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე მოძრაობა შეზღუდვების გარეშე მიმდინარეობს.