თბილისში სამართალდამცველებმა ძარცვის, ქურდობისა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულებმა დედაქალაქში მდებარე სხვადასხვა მაღაზიიდან პროდუქცია და ფული გაიტაცეს. გამოძიების თანახმად, ორმა არასრულწლოვანმა მოქალაქეს მობილური ტელეფონი გასტაცა, კიდევ ერთმა კი მოქალაქეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენა.
დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად მიყენებული საერთო ზარალი 15 000 ლარს აღემატება.
პოლიციამ ოთხივე არასრულწლოვანი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.