თბილისში საცობების შემცირების მიზნით ავტომობილების გადაადგილების ახალი რეგულაციების შემოღება შესაძლოა განიხილონ.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია ავტომობილების სახელმწიფო ნომრის ბოლო ციფრის მიხედვით გადაადგილების შეზღუდვა. ასეთი სისტემის შემთხვევაში, კენტი და ლუწი ნომრების მქონე ავტომობილებს გადაადგილება სხვადასხვა დღეებში შეეძლებოდათ.

ასევე განიხილება დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტომობილებით შესვლის ფასიანი სისტემის შესაძლო დანერგვა.

აღნიშნული ზომების მიზანი დედაქალაქში სატრანსპორტო ნაკადების შემცირება და მოძრაობის განტვირთვაა.

ამ ეტაპზე არც ერთი რეგულაცია დამტკიცებული არ არის. უცნობია, რომელ ქუჩებს ან უბნებს შეიძლება შეეხოს შესაძლო შეზღუდვები და როდის შეიძლება დაიწყოს მათი ამოქმედება.