ფშავში, სოფელ კანატიაში, ავტომობილის გადაადგილების დროს ხიდი ჩავარდა, რის შედეგადაც მანქანა ხიდიდან გადავარდა. შემთხვევის დროს ავტომობილში ერთი ადამიანი იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის არ დაშავებულა.
დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის განმარტებით.
აღნიშნული ხიდი საფეხმავლო იყო და მასზე ავტომობილების გადაადგილება დაშვებული არ ყოფილა. მანქანებისთვის სოფელში ალტერნატიული, შემოვლითი გზა არსებობს.
მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, დაზიანებული ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები 9 ოქტომბრიდან დაიწყება.