საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) „ენერგო პრო ჯორჯია“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო დააჯარიმა.

გადაწყვეტილების მიზეზი ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობის გაუარესება გახდა.

სემეკის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 2025 წელს, წინა წელთან შედარებით, ერთ მომხმარებელზე ელექტროენერგიის გათიშვების საშუალო სიხშირე გაიზარდა.

მარეგულირებელმა კომისიამ აღნიშნული მაჩვენებლის გაუარესება სალიცენზიო პირობებისა და მოქმედი რეგულაციების დარღვევად მიიჩნია.

შედეგად, კომპანიას ფულადი ჯარიმა დაეკისრა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს.

ამ ეტაპზე ჯარიმის კონკრეტული ოდენობა ოფიციალურად გავრცელებულ ინფორმაციაში მითითებული არ არის.