თბილისში, მეტეხის ხიდზე, 13 ნოემბერს სატრანსპორტო მოძრაობა დროებით იზღუდება.
შეზღუდვა 08:00 საათიდან 20:00 საათამდეა დაგეგმილი და 100 000 ქართველი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებს უკავშირდება.
მოძრაობის შეზღუდვის გამო დროებით იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების სქემაც. ცვლილება შეეხება ხუთ ავტობუსსა და ოთხ მიკროავტობუსს.
მძღოლებსა და მგზავრებს გადაადგილების დაგეგმვისას აღნიშნული შეზღუდვის გათვალისწინება მოუწევთ.
მოძრაობის ჩვეულ რეჟიმში აღდგენა შეზღუდვის დასრულების შემდეგ იგეგმება.