ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და საბაჟო გამშვებ პუნქტ „წითელ ხიდზე“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 8 ფაქტი გამოავლინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, საბაჟო კონტროლის შედეგად ჯამში 696 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს, რომელთა საერთო საბაჟო ღირებულება 166 681 ლარს შეადგენს.
გამოვლენილი სამართალდარღვევების გამო ხუთ მოქალაქეს ჯამში 44 305 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.
რაც შეეხება დანარჩენ სამ შემთხვევას, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.