საქართველოში ქონების გადასახადისგან გათავისუფლებისთვის ოჯახის წლიური შემოსავლის ზღვარი 40 000-დან 100 000 ლარამდე გაიზარდა. ცვლილება 2026 წლის ქონების გადასახადს ეხება.
შემოსავლების სამსახურის განმარტებით, მოქალაქეებს, რომელთა ოჯახის 2025 წლის ჯამური შემოსავალი 100 000 ლარს არ აღემატებოდა, საკუთრებაში არსებული დასაბეგრი ქონებისთვის, გარდა მიწისა, გადასახადის გადახდა და შესაბამისი დეკლარაციის წარდგენა არ ევალებათ.
თუმცა არსებობს მნიშვნელოვანი გამონაკლისი: თუ მოქალაქეს დასაბეგრი მიწა აქვს, დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება შესაძლოა შემოსავლის ოდენობის მიუხედავად წარმოეშვას.
ამასთან, მოქალაქეებს, რომლებმაც დეკლარაცია გასულ წელს უკვე წარადგინეს და მონაცემები არ შეცვლიათ, გარკვეულ პირობებში მისი ხელახლა წარდგენა არ სჭირდებათ.
დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადა 2026 წლის 2 ნოემბერია.