ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მებაჟეებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქის ბარგის დეტალური შემოწმებისას მებაჟეებმა 745 გრამი ძვირფასეულობა გამოავლინეს, რომლის საერთო საბაჟო ღირებულება 128 142 ლარს შეადგენს.
ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები სავალდებულო დეკლარირებას ექვემდებარებოდა, თუმცა მოქალაქეს ისინი დეკლარირებული არ ჰქონდა.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.