ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით სხვადასხვა დროს სამი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის კოკაინი, ბუპრენორფინი, კანაფი და მარიხუანა ამოიღეს.

პოლიციამ ასევე ამოიღო ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული მცენარის უკანონო კულტივირების ფაქტებზე მიმდინარეობს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.