უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინაში რუსეთიდან 252 დაღუპულის ცხედარი დააბრუნეს. რუსეთის მხარის განცხადებით, ისინი უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებს ეკუთვნით.

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველები უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო დაწესებულებებთან ერთად ჩაატარებენ შესაბამის ექსპერტიზებს, რათა დაღუპულთა ვინაობა დადგინდეს.

ცხედრების სპეციალიზებულ სახელმწიფო დაწესებულებებში გადაყვანას უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაბამისი დანაყოფები უზრუნველყოფენ. ამის შემდეგ მათ სამართალდამცველებსა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტებს გადასცემენ.

უკრაინის სამხედრო ტყვეთა საკითხების საკოორდინაციო შტაბმა რეპატრიაციის პროცესში გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს.

დაღუპულთა ვინაობის დადგენის პროცედურები შესაბამისი ექსპერტიზების საფუძველზე განხორციელდება.