თურქეთის ქალაქ სტამბოლში, ტუზლას რაიონში მდებარე ფეხსაცმლის ქარხანაში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.

თურქული მედიის ინფორმაციით, ცეცხლი გამთენიისას, დაახლოებით 04:30 საათზე, ქარხნის ზედა სართულზე გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. მეხანძრეები ცეცხლს რვა სხვადასხვა მიმართულებიდან ებრძოდნენ.

დაახლოებით ოთხსაათიანი მუშაობის შემდეგ ხანძრის ლიკვიდირება მოხერხდა.

ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ დადასტურებული ინფორმაცია არ გავრცელებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.