ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებაში რამდენიმე აფეთქება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებების ხმა ქვეყნის თავდაცვის უწყების შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზეც ისმოდა.
სამი დიპლომატიური წყარო ადასტურებს, რომ ქალაქში ღამის განმავლობაში აფეთქებები გაისმა. ეთიოპიის სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით კი, აფეთქებები სამ სხვადასხვა ადგილას დაფიქსირდა.
ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მოქმედი ოპოზიციური ალიანსის წარმომადგენელი აცხადებს, რომ დაჯგუფებამ დედაქალაქზე რამდენიმე დრონით თავდასხმა განახორციელა, მათ შორის სამხედრო შტაბის მიმართულებით.
თუმცა აღნიშნული ინფორმაცია დამოუკიდებლად ვერ დაასტურდება. ამ ეტაპზე უცნობია, აფეთქებები თავდასხმას უკავშირდებოდა თუ სამხედრო წვრთნებს.
აღსანიშნავია, რომ მომხდარამდე რამდენიმე საათით ადრე ეთიოპიის სადაზვერვო სამსახურმა უსაფრთხოების მიზეზით ადის-აბებასა და მის შემოგარენში დრონების ფრენა აკრძალა.
ინციდენტი ქვეყანაში განახლებული შეიარაღებული დაპირისპირების ფონზე მოხდა. ჩრდილოეთ ეთიოპიაში სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციურ შეიარაღებულ ჯგუფებს შორის ბრძოლები გრძელდება.