თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევას ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება უძღოდა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ერთ პირს დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ არასრულწლოვანი ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.