საფრანგეთში, ქალაქ ლიმოჟის ისტორიული მერიის შენობის განზრახ დაწვის საქმეზე, 34 წლის ოდეი დოკამპო სიარა (Hodei Docampo Ciarra) დააკავეს.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მამაკაცი 20 ოქტომბერს, დილის 06:15 საათზე, ოტ-ვიენის დეპარტამენტში, ბუსიერ-ბოფიში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. ოპერაციაში სპეციალური დანაყოფი RAID მონაწილეობდა.
გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცი ეჭვმიტანილია 17 ოქტომბერს, საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ლიმოჟის მერიის შენობაში გაჩენილ ხანძართან კავშირში.
ფრანგული გამოცემები დაკავებულს ულტრამემარცხენე მოძრაობებთან დაკავშირებულ აქტივისტად აღწერენ. მედიის ცნობით, ის მანამდეც იყო ცნობილი სამართალდამცველი ორგანოებისთვის.
მნიშვნელოვანია: დაკავებული ამ ეტაპზე ეჭვმიტანილია. მისი ბრალეულობა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით დადასტურებული არ არის