საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ ჩემპიონთა ლიგაზე თავი გამოიჩინა. ქართველმა ფეხბურთელმა იტალიურ „ნაპოლის“ მნიშვნელოვანი გოლი გაუტანა და „ვილიარეალის“ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
13 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაში ანგარიში „ნაპოლიმ“ მე-8 წუთზე გახსნა, თუმცა 23-ე წუთზე მიქაუტაძემ მეტოქის შეცდომით ისარგებლა, ბურთი ჩაჭრა და ანგარიში გაათანაბრა.
სულ სამი წუთის შემდეგ სანტიაგო მოურინიომ ესპანური გუნდი წინ გაიყვანა, ხოლო 86-ე წუთზე ტანი ოლუვასეიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. „ვილიარეალმა“ 3:1 გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველი სამი ქულა მოიპოვა.
მიქაუტაძისთვის ეს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი გოლია. ქართველ ფეხბურთელს ტურნირზე ორი მატჩის შემდეგ ერთი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა აქვს.