საქართველოს ჩემპიონი „იბერია 1999“ დღეს, 15 ოქტომბერს, უეფას კონფერენს ლიგის ლიგის ფაზაზე ასპარეზობას იწყებს. თბილისური კლუბი ბელგიაში ადგილობრივ „სენტ-ტრუიდენს“ დაუპირისპირდება.
შეხვედრა ქალაქ სენტ - ტრუიდენში, „სტაიენის“ სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ანდრეი დემჩენკოს გუნდისთვის ეს კონფერენს ლიგის ძირითად ეტაპზე სადებიუტო მატჩია. მეტოქე ბელგიის უმაღლესი დივიზიონის წარმომადგენელია, რომელსაც ბოლო შეხვედრებში არასტაბილური შედეგები აქვს.
„იბერია 1999“- ს ლიგის ფაზაზე სულ ექვსი მატჩის ჩატარება მოუწევს. ბელგიური კლუბის შემდეგ საქართველოს ჩემპიონი 22 ოქტომბერს თბილისში შვედურ „მიალბის“ უმასპინძლებს.
ევროტურნირის მომდევნო შეხვედრებში თბილისური გუნდის მეტოქეები „კოპენჰაგენი“, „ხეტაფე“, „ცრვენა ზვეზდა“ და „იაბლონეცი“ იქნებიან.
დღევანდელი მატჩი „იბერიისთვის“ ევროპულ ასპარეზზე წარმატებული სტარტისა და პირველი ქულების მოპოვების შესაძლებლობაა.