საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს, 7 ნოემბერს, კანადის ნაკრებს დაუპირისპირდება.
შეხვედრა თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე, 18:00 საათზე დაიწყება.
„ბორჯღალოსნები“ ერთა თასზე ასპარეზობას აგრძელებენ. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პიერ-ანრი ბრონკანმა მატჩისთვის შემადგენლობა შეარჩია, რომელშიც ორი დებიუტანტი, ლუკა ტაბატაძე და გაგი მარგველაშვილი არიან.
საქართველოსა და კანადის დაპირისპირება ეროვნული ნაკრებისთვის საერთაშორისო სარაგბო კალენდრის მორიგი მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება.