თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე, იგოეთის მონაკვეთზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა. წინასწარი მონაცემებით, დაზიანებულია სამი ავტომობილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით სამართალდარღვევის ოქმები შედგა.
დაშავებულების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გვაქვს.