იმერეთის პოლიციამ ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა უცხო ქვეყნის ორი მოქალაქის საკუთრებაში არსებული, დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარე უძრავი ქონება ყალბი მინდობილობის გამოყენებით საკუთარ სახელზე გადაიფორმა.
გამოძიების თანახმად, მან ყალბი დოკუმენტის საფუძველზე ნასყიდობის ხელშეკრულება სანოტარო წესით დაამოწმა და საჯარო რეესტრში წარადგინა.
დანაშაულის შედეგად დაზარალებულებს 1 602 000 ლარის ზიანი მიადგათ.
პოლიციამ ბრალდებული რუსთავში დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 362-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.