იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოქალაქე დაარწმუნა, თითქოს თბილისში, კონკრეტულ მისამართზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობდა. მან დაზარალებულთან 80 კვადრატული მეტრი ფართობის ბინის 96 000 აშშ დოლარად ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა, რის საფუძველზეც მოქალაქემ, ბრალდებულის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშებზე თანხის ნაწილი ეტაპობრივად გადარიცხა. გამოძიებით დადგინდა, რომ ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა არ მიმდინარეობდა და ბრალდებული დაზარალებულის მიერ გადარიცხულ თანხას მოტყუებით დაეუფლა. დანაშაულის შედეგად მოქალაქისთვის მიყენებულმა მატერიალურმა ზარალმა 13 500 აშშ დოლარი შეადგინა. სამართალდამცველებმა ბრალდებული ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს." - ნათქვამია განცხადებაში. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაკავებულია პირი, რომელიც არარსებულ ბინებს ჰყიდდა და ჯამში, 13.500 აშშ დოლარს დაეუფლა
2026-10-10 / 10:49 / ნახვები 724
სხვა სიახლეები - iNewsLine.ge
ძველ ბათუმში ხანძრის შედეგად ორი ბინა დაიწვა - ერთი ადამიანი დაშავდა
2026-09-30 / 12:39
ბიზნესში ინვესტირების სანაცვლოდ მოქალაქეებს სარგებელს ჰპირდებოდნენ-დაკავებულია ორი პირი
2026-09-30 / 14:42
საქმეში ფიგურირებს საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. „კანონიერი ქურდი“, მეტსახელად „წრიპა“
2026-09-25 / 15:55
დანაშაული 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
2026-09-25 / 15:37
ექსკლუზივი | მდინარაძეს თეა წულუკიანის დაჭერა უნდოდა - ივანიშვილმა უტყუარი მტკიცებულებები მოითხოვა!
2026-09-29 / 14:55