თბილისის საქალაქო სასამართლომ კაცს თაღლითობისა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გამოყენებისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროკურატურის ინფორმაციით, მსჯავრდებულმა ერთობლივი ბიზნესის დაწყების საბაბით დაზარალებულს მოტყუებით 160 000 ლარი გამოართვა.

მან ასევე უკანონოდ მოიპოვა და შეინახა დაზარალებულის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია. როდესაც დაზარალებულმა თანხის დაბრუნება მოითხოვა, კაცი ინფორმაციის გასაჯაროებით დაემუქრა და მოთხოვნაზე უარის თქმას აიძულებდა.

სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.