FBI: საქართველოდან ექსტრადირებულ პირს აშშ-ში ტერორიზმთან დაკავშირებულ ბრალდებებს წაუყენებენ
FBI-ის ნიუ-იორკის განყოფილება საქართველოდან აშშ-ში ექსტრადირებული დავუდ ანსარის ფოტოებს ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, მას დაახლოებით 10 წლის განმავლობაში ეძებდნენ.
ანსარი, რომელიც უზბეკეთის მოქალაქე და აშშ-ის ნატურალიზებული მოქალაქეა, ბრუკლინის ფედერალურ სასამართლოში წარდგება. მას „ისლამური სახელმწიფოსა“ (ISIS) და „ალ-ნუსრას ფრონტისთვის“ მატერიალური დახმარების გაწევასა და ამ მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობას ედავებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, ანსარი 2016 წელს აშშ-დან თურქეთში გაემგზავრა და მას შემდეგ იძებნებოდა. იგი საქართველოში 2026 წლის აგვისტოში დააკავეს, ხოლო 23 სექტემბერს აშშ-ში ექსტრადიცია განხორციელდა.
დაკავება და ექსტრადიცია საქართველოსა და აშშ-ის შესაბამისი უწყებების თანამშრომლობით განხორციელდა. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა საქართველოს პროკურატურას თანამშრომლობისა და ძებნილი პირის დაკავებისთვის მადლობა გადაუხადა.