აშშ-ის შუალედური არჩევნების შემდეგ იუსტიციის დეპარტამენტში რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი გადადგა.

AFP-ისა და Reuters-ის ინფორმაციით, თანამდებობები დატოვეს ეროვნული უსაფრთხოების განყოფილების ხელმძღვანელმა ჯონ აიზენბერგმა და ფლორიდის სამხრეთ ოლქის ფედერალურმა პროკურორმა ჯეისონ რედინგ კინიონესმა.

მანამდე გადადგომის შესახებ განაცხადა სამოქალაქო უფლებების განყოფილების ხელმძღვანელმა ჰარმიტ დილონმაც.

კინიონესი ხელმძღვანელობდა გამოძიებას, რომელიც დონალდ ტრამპის წინააღმდეგ წარსულში ჩატარებულ გამოძიებებთან დაკავშირებულ სავარაუდო შეთქმულებას ეხებოდა.

გადადგომები მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-ის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკურმა პარტიამ მნიშვნელოვანი მარცხი განიცადა.

ამ ეტაპზე ყველა მაღალჩინოსნის გადადგომის კონკრეტული მიზეზი ცნობილი არ არის.