ბათუმში მამაკაცის დაჭრის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა წარსულში არსებული კონფლიქტის გამო მეზობლად მცხოვრებ მამაკაცს გადაჭრილი თოფიდან, ე.წ. აბრეზიდან ესროლა და ქვედა კიდურის არეში დაჭრა.
დაშავებული სამედიცინო დახმარების გასაწევად კლინიკაში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილის სიახლოვეს დააკავეს. დანაშაულის სავარაუდო იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.