სვანეთში ინტენსიური თოვის, ძლიერი ნისლისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ორ საუღელტეხილო მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შეზღუდვა მოქმედებს შემდეგ მონაკვეთებზე:
ცანა-ლასდილი, ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზის 141-151-ე კილომეტრი.
უშგული-ლასდილი, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის 181-189-ე კილომეტრი.
შეზღუდვები 5 ნოემბრის საღამოს დაწესდა. გზების გახსნის კონკრეტული დრო ჯერჯერობით არ გამოცხადებულა.
მძღოლებს მოუწოდებენ, გადაადგილების დაგეგმვისას გაითვალისწინონ არსებული შეზღუდვები და რთული მეტეოროლოგიური პირობები.