საქართველოში იაპონური სატვირთო ავტომობილების მწარმოებელი UD Trucks შემოვიდა. ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში „თეგეტა ჰოლდინგია“.
ქართულ ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია ორი მოდელი: UD Quester და UD Croner.
Quester მძიმე ტვირთის გადაზიდვისა და სამშენებლო სამუშაოებისთვისაა განკუთვნილი, ხოლო Croner ქალაქისა და რეგიონული დისტრიბუციისთვის, მუნიციპალური და სხვა სპეციალიზებული მომსახურებისთვის.
„თეგეტა ჰოლდინგი“ მომხმარებლებს ავტომობილებთან ერთად სათადარიგო ნაწილებსა და ტექნიკურ მომსახურებასაც შესთავაზებს.
UD Trucks იაპონიაში 1935 წელს დაარსდა. კომპანიის პროდუქცია მსოფლიოს 60-ზე მეტ ბაზარზეა წარმოდგენილი.