თბილისში, ორთაჭალის ქუჩის ნაწილზე, დღეიდან ერთი თვის განმავლობაში სატრანსპორტო მოძრაობა იზღუდება. შეზღუდვა №88-ის მიმდებარე ტერიტორიაზე იმოქმედებს და წინანაურის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მძღოლებს გადაადგილება ალტერნატიული მარშრუტებით შეეძლებათ.
ცვლილება საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც შეეხება:
- №557 და №580 მიკროავტობუსები ორთაჭალის ქუჩის №89ა-მდე იმოძრავებენ.
- №561 და №562 მიკროავტობუსები შეცვლილი მარშრუტით მოემსახურებიან კრწანისისა და ორთაჭალის ქუჩების გარკვეულ მონაკვეთებს.
წინანაურის ქუჩაზე ამჟამად მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს, რის შემდეგაც გზის რეაბილიტაცია გაგრძელდება.