ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 110-ე კილომეტრზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორი კვირით აიკრძალება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შეზღუდვის მიზეზი გადაუდებელი სამუშაოების ჩატარებაა.

სამუშაოების პერიოდში მოძრაობა ასევე შეიზღუდება გზის 107-ე და 112-ე კილომეტრებზე, სადაც ტრანსპორტი დროებით შემოვლით გზაზე გადაერთვება.

ონის მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება შემდეგი გზებით:
- საჩხერე (სარეკი) – უზუნთა – შქმერი – ზუდალი;
- ადგილობრივი მნიშვნელობის გზები;
- გუფთა – ონის საავტომობილო გზა.
აღნიშნული მარშრუტი იმოქმედებს საპირისპირო მიმართულებით გადაადგილებისთვისაც.

მძღოლებს მოუწევთ ალტერნატიული მარშრუტით სარგებლობა და მგზავრობის წინ გზაზე არსებული შეზღუდვების გათვალისწინება.