კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, გავრცელებული ინფორმაციით, ორი ძმა მოკლეს, მესამემ კი გაქცევით თავის გადარჩენა შეძლო.
ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „მთავარი ამბები კახეთიდან“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ძმები ქორწილში მიდიოდნენ, როდესაც მათ თანასოფლელი თავს დაესხა. გავრცელებული ინფორმაციით, ორი ძმა ადგილზე გარდაიცვალა, მესამემ კი ავტომობილს შეაფარა თავი.
ადგილობრივების ინფორმაციით, ძმები ცოტა ხნის წინ რუსეთიდან დაბრუნდნენ.
ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა სავარაუდო მკვლელობის მოტივი და დაკავებულია თუ არა ეჭვმიტანილი.
მომხდარის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვცელებია.