“მთავარი ამბები კახეთიდან“ იტყობინება, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურში 22 წლის სალომე ნანუაშვილი გარდაიცვალა.
როგორც გამოცემას ადგილობრივებმა უთხრეს, ახალგაზრდა ქალი სახლში იმყოფებოდა. დილით საწოლიდან წამოდგომის დროს ის მოულოდნელად გარდაიცვალა.
თანასოფლელები ერთ-ერთ ვერსიად ანევრიზმას განიხილავენ, თუმცა ცხედარს უკვე ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა და გარდაცვალების ზუსტი მიზეზი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
სალომე ნანუაშვილს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, 3 წლის გოგო და 3 თვის ბიჭი დარჩა.