რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი ქვეითს დაეჯახა.
შემთხვევის შესახებ ინფორმაციას 5 ნოემბერს ადგილობრივი გამოცემა „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
ამ დროისთვის დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა და შემთხვევის ზუსტი გარემოებები უცნობია. დამატებითი დეტალები ზუსტდება.