"ინფო რუსთავის" ცნობით, რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში ერთ-ერთი კორპუსის მე-3 სართულის აივნიდან 12 წლის გოგო გადმოვარდა.

წყაროს ინფორმაციით, მოზარდი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა, რა დროსაც ის გონზე იყო და დასმულ შეკითხვებზეც ადეკვატურად რეაგირებდა. მოზარდს შესაბამისი სამედიცინო კვლევები უტარდება.