თბილისში მეტროსადგური „სარაჯიშვილი“ ტექნიკური გაუმართაობის გამო დროებით დაიხურა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, სადგურზე ექსკალატორის მოძრავი სახელური დაზიანდა, რის გამოც მგზავრთა მიღება დროებით შეჩერდა.
დაზიანებული მოწყობილობის აღდგენითი სამუშაოები მეტროსადგურის ზედა ვესტიბიულში მიმდინარეობს.
სადგურის დახურვა მგზავრთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას უკავშირდება. ამ დროისთვის უცნობია, ზუსტად როდის აღდგება მგზავრთა მიღება.