თბილისში, მეტროსადგურ „300 არაგველში“ დაკვამლიანება დაფიქსირდა, რის გამოც მატარებლების მოძრაობა დროებით შეფერხდა.

ტელეკომპანია „პირველის“ ინფორმაციით, სადგურზე რამდენიმე წუთის განმავლობაში კვამლი და დამწვრის ძლიერი სუნი იგრძნობოდა.

გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთი მატარებელი რამდენიმე წუთით შეჩერდა, რის შემდეგაც უკან, სადგურის მიმართულებით დაიძრა. შემთხვევამ მეტროს პირველ ხაზზე მგზავრთა გადაადგილება დროებით შეაფერხა.

ამ დროისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის მეტროს პირველი ხაზი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და მატარებლების მოძრაობა აღდგენილია.

ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია დაკვამლიანება. შესაბამისი სამსახურების ოფიციალური განმარტება მომხდარის მიზეზთან დაკავშირებით ჯერ არ გავრცელებულა.

ინფორმაცია 21 ოქტომბერს გავრცელდა.