თბილისში მეტროსადგურ „სარაჯიშვილმა“ მგზავრთა მომსახურება განაახლა. ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, სადგურის ესკალატორზე არსებული ტექნიკური დაზიანება აღმოფხვრილია და მგზავრთა მიღება აღდგენილია.
შეგახსენებთ, რომ ესკალატორის გაუმართაობის გამო მეტროსადგურ „სარაჯიშვილზე“ მგზავრთა მიღება დროებით შეჩერებული იყო. ამ პერიოდში მეტროპოლიტენის დანარჩენი სადგურები ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია მგზავრებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.