საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, ისტორიულ უბან პლაკაში მომხდარი ძლიერი აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, სპილენძის მილების ქურდობა გახდა. ტრაგედიას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.

სამართალდამცველებმა საქმეზე სამი მამაკაცი დააკავეს. მათ შორის ორი საბერძნეთის, ერთი კი ალბანეთის მოქალაქეა.

შემთხვევა ლისიკრატუს ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ შენობაში მოხდა, თუმცა აფეთქების სავარაუდო მიზეზი
გამოძიების შედეგად დადგინდა.

როგორ გამოიწვია ქურდობამ აფეთქება?

გამოძიების ინფორმაციით, სამი მამაკაცი შენობაში სპილენძის მილების მოსაპარად შევიდა. სავარაუდოდ, მათ ბუნებრივი აირის სისტემის ნაწილი დააზიანეს, რის შედეგადაც შენობაში გაზის გაჟონვა დაიწყო.

სათვალთვალო კამერების ჩანაწერების შესწავლით დადგინდა, რომ ეჭვმიტანილები შენობაში აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე იმყოფებოდნენ.

ბერძნული მედიის ცნობით, გაზი საცხოვრებელ სივრცეებში დაგროვდა, ხოლო ძლიერი აფეთქება დილით, დაახლოებით 07:30 საათზე მოხდა.

აფეთქებამ შენობა დაანგრია და ექვსი ადამიანი იმსხვერპლა.

დაღუპულთა შორის ოთხი ამერიკელი ტურისტია

დაღუპულები არიან ამერიკის შეერთებული შტატების ოთხი მოქალაქე, ერთი ბრიტანელი მამაკაცი და ერთი ბერძენი ქალი.

გამოძიების პროცესში სპეციალისტებმა ნანგრევები, დაზიანებული მილები და სათვალთვალო კამერების ჩანაწერები შეისწავლეს.

საბერძნეთის ხელისუფლების ინფორმაციით, სამივე ეჭვმიტანილი დაკავებულია და სასამართლო პროცესის დაწყებამდე შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს.

გამოძიება გრძელდება.