აშშ-ში, ნიუ-მექსიკოს შტატის სასამართლომ Facebook-ისა და Instagram-ის მფლობელ კომპანია Meta-ს 25 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრა. მიზეზი მომხმარებლების პირადი მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით შეცდომაში შემყვანი განცხადებები გახდა.

Reuters-ის ინფორმაციით, სასამართლომ დაადგინა, რომ კომპანია წლების განმავლობაში მომხმარებლებს არასწორ ინფორმაციას აწვდიდა იმის შესახებ, თუ ვის შეეძლო მათ პირად მონაცემებზე წვდომა.

საქმე Cambridge Analytica-ს სკანდალს უკავშირდება, რომლის დროსაც დაახლოებით 87 მილიონი Facebook-მომხმარებლის მონაცემები მათი თანხმობის გარეშე იქნა მოპოვებული.

გამოძიების შედეგად გამოვლინდა ნიუ-მექსიკოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონის 43 მილიონზე მეტი დარღვევა.

სასამართლოს გადაწყვეტილება 21 ოქტომბერს გამოცხადდა. Meta ბრალდებებს არ ეთანხმება და გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

25 მილიარდი დოლარის სანქცია ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია, რაც აშშ-ში კერძო კომპანიისთვის დაუკისრებიათ. საბოლოო თანხა სააპელაციო განხილვის შედეგად შესაძლოა შეიცვალოს.