შავ ზღვაში, ბულგარეთის სანაპიროსთან, ორ სავაჭრო გემს დრონებით თავს დაესხნენ. თავდასხმის შედეგად ერთი გემი ჩაიძირა, მეორე კი დაზიანდა. დაკარგულად ითვლება 11 მეზღვაური.
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრ რუმენ რადევის განცხადებით, მალტის დროშის ქვეშ მცურავ გემს, „Chelsea 3“-ს, სამი დრონი მოხვდა. ბორტზე მყოფი 15-ვე მეზღვაური გადაარჩინეს. მათგან ხუთს სამედიცინო დახმარება დასჭირდა, თუმცა მძიმე დაზიანებები არ დაფიქსირებულა.
მეორე გემი, „Azov Concorde“, თავდასხმის შედეგად ჩაიძირა. ეკიპაჟის ერთი წევრის გადარჩენა მოხერხდა, დანარჩენი 11 მეზღვაურის ადგილსამყოფელი კი უცნობია.
რადევმა მომხდარს მიუღებელი უწოდა და განაცხადა, რომ ბულგარეთი NATO-სა და ევროკავშირის დახმარებას მოითხოვს. მისი თქმით, ჯერჯერობით არ არსებობს დადასტურებული მტკიცებულება, თუ ვინ განახორციელა თავდასხმა.
აღსანიშნავია, რომ ეს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ბულგარეთის სანაპიროსთან სავაჭრო გემებზე დრონებით თავდასხმის მეორე შემთხვევაა.