23 ოქტომბერს, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ჰებრონის მახლობლად მდებარე იეჰუდას გზაჯვარედინთან, შეიარაღებული თავდასხმა მოხდა.
ისრაელის არმიის ინფორმაციით, თავდასხმას ორი სამხედრო ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა. საპასუხო სროლის შედეგად ისრაელის სამხედროებმა ორი პალესტინელი სავარაუდო თავდამსხმელი მოკლეს.
ინციდენტის შემდეგ ისრაელის ხელისუფლებამ ჰებრონის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების შეზღუდვები დააწესა.
პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ უსაფრთხოების ძალებს დამატებითი სამხედრო ოპერაციისთვის მზადება დაავალა.
შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს