აშშ-ის მისისიპის შტატის ქალაქ კლინტონში, ხანდაზმულთა საცხოვრებელ ცენტრ „Brookdale Clinton“-ში გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა.
შემთხვევა 21 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 17:00 საათზე მოხდა. ცეცხლი შენობის რამდენიმე ნაწილს მოედო და მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაღუპულია 82 წლის მამაკაცი და ხანდაზმული ქალი. სულ მცირე ოთხი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დაწესებულებაში 100-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. პერსონალმა დაახლოებით 85 მცხოვრების უსაფრთხოდ გამოყვანა შეძლო, ხოლო მეხანძრე-მაშველებმა დამატებით 10-15 ადამიანი გადაარჩინეს.
ხანძრის ლოკალიზებას დაახლოებით სამი საათი დასჭირდა. შენობის ნაწილი განადგურდა, გადარჩენილი მცხოვრებლები კი ნათესავებთან და სხვა დაწესებულებებში გადაიყვანეს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.