ხაშურში №4 საჯარო სკოლის მშენებლობა კვლავ პრობლემურია. ადგილობრივი გამოცემა „ქართლის ამბების“ ინფორმაციით, სკოლას მოსახლეობა უკვე ექვსი წელია ელოდება, თუმცა ახლა არსებული საძირკვლის დემონტაჟი მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, წუნდებული საძირკვლის დემონტაჟისთვის დამატებით 109 400 ლარი იხარჯება.

სკოლის მშენებლობის გაჭიანურება კითხვებს აჩენს როგორც შესრულებული სამუშაოების ხარისხთან, ისე დახარჯული თანხებისა და პროექტის დასრულების ვადებთან დაკავშირებით.

ამ ეტაპზე გასარკვევია, ვინ არის პასუხისმგებელი გამოვლენილ ხარვეზებზე და როდის დასრულდება სკოლის მშენებლობა.