ქციზის გადასახადის ზრდა ყოველთვის არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში მეტი თანხა შევა. ამის შესახებ ამერიკული საგადასახადო კვლევითი ორგანიზაციის, Tax Foundation-ის ანალიზებშია საუბარი.
ორგანიზაციის განმარტებით, აქციზის განაკვეთებსა და პროდუქციის ფასებს შორის კავშირი პირდაპირ გავლენას ახდენს მომხმარებლის ქცევაზე, ლეგალურ ვაჭრობასა და სახელმწიფო შემოსავლებზე.
როდესაც გადასახადის ზრდის შედეგად პროდუქცია მნიშვნელოვნად ძვირდება, შესაძლოა გაიზარდოს არალეგალური ვაჭრობის წახალისების რისკი. ასეთ შემთხვევაში ბიუჯეტი კარგავს იმ შემოსავალს, რომელსაც კანონიერად გაყიდული პროდუქციიდან მიიღებდა.
Tax Foundation ყურადღებას ამახვილებს დიფერენცირებულ აქციზზეც. ეს არის სისტემა, როდესაც სხვადასხვა კატეგორიის პროდუქციაზე განსხვავებული საგადასახადო განაკვეთები მოქმედებს.
ორგანიზაციის შეფასებით, საგადასახადო პოლიტიკის შემუშავებისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მოსალოდნელი საბიუჯეტო შემოსავლების, არამედ მომხმარებელთა ქცევის, არალეგალური ბაზრისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხების გათვალისწინებაც.
კვლევებში აღნიშნულია, რომ აქციზის ეფექტიანობა დამოკიდებულია მის სტრუქტურაზე, განაკვეთებსა და საგადასახადო ადმინისტრირების ხარისხზე.
შესაბამისად, სახელმწიფოსთვის მთავარი გამოწვევაა ისეთი საგადასახადო სისტემის შექმნა, რომელიც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიზნებსა და საბიუჯეტო შემოსავლების მდგრადობას შორის ბალანსს უზრუნველყოფს.